ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე:
უცნაური განვითარება მოყვა დროების მიერ მოპოვებულ სარწმუნო ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. ეს ინფორმაცია სარწმუნო და სანდოა.
რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული ამერიკის საელჩოს კომენტარი საერთოდ არ ეწინააღმდეგება ჩვენს მიერ მოპოვებულ ცნობებს, რადგან სანქციებზე ჩვენ ინფორმაცია არ გვქონია. საუბარია ე.წ. პრესანქციურ, ანუ წინა სასანქციო რეჟიმზე, რაც ბანკების მხრიდან თავის დაზღვევის აპრობირებული გადაწყვეტილება და ნაბიჯია.
მეტიც – ვფლობთ ინფორმაციას, რომ ანალოგიური ვითარებაში აღმოჩნდნენ ქართული ოცნების და ივანიშვილის გარემოცვის სხვა წევრები და მათი ოჯახების წევრები. მათ ასევე შეექმნათ პრობლემა საბანკო ანგარიშების მართვის შეზღუდვის კუთხით აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოში. ეს სწორედ ამ პრე სანქციური რეჟიმის შედეგია.
ფორმულას მიერ მოპოვებული და გავრცელებული ცნობები ბოლო კვირებში რამდენჯერმე უკვე დადასტურდა და კვლავ ვაპირებთ გავავრცელოთ სარწმუნო ინფორმაცია, რასაც ჩვენი წყაროები მოგვაწვდიან.
აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ ივანიშვილისა და მისი ოჯახისთვის სანქციები არ დაუწესებია – მედია
კომენტარები