„მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში წერს:
“ისევ მოკლედ, თუ როდესმე სამართალი გვეღირსა ვრცლად ვიზამ:
ადრეც ვწერდი “უცნობას” მოვუგეთ სასამართლო მათ შორის სააპელაციო! მივედით უზენაესამდე, (ბოდიში ამ სიტყვაზე და) უზენაესმა საქმე უკან დააბრუნა, სააპელაციომ: უი, უიო შემშლიაო და “უცნობას” თავისთანვე წაგებული საქმე მოაგებინა. ნამდვილად “დაიმსახურა”!
P.S. ანეკდოტი: “უცნობა” მივიდა ბიძინასთან: მევიგეთ ბიძინაო!
ბიძინამ: გაგიჭირდებოდათო.”
კომენტარები