“მთავარის” მტკიცებით, უცნობის აქციაზე, საჯარო მოხელეების, პედაგოგების, სსიპ-ებისა და ააიპ-ების თანამშრომლების გარდა “კაი ბიჭებიც” იყვნენ – ერთ-ერთმა მათგანმა მედიას უთხრა, რომ “უცნობის აქცია იქნება თუ ნაცნობის, ყველა მივდივართ იქ კაი ბიჭები”, როგორც ირკვევა, ის ე.წ. კანონიერი ქურდის პაატა ჩხარტიშვილის იგივე “პრინცის” ძმაა.
ცნობისთვის, დღეს 13:00 საათიდან გია გაჩეჩილაძე [უცნობი] მდუმარე აქცია “საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღეს” გამართა.
თავად უცნობი ამბობდა, რომ აქცია აპოლიტიკური და პატრიარქის მხარდასაჭერია, თუმცა, აქციაზე ოპოზიციას აკრიტიკებდა და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა.
უცნობმა და მისმა თანამოაზრეებმა საპატრიარქოსგან დღეს მადლობაც დაიმსახურეს.
ფოტო – მთავარი
კომენტარები