თამბაქოს მოხმარება სასუნთქი სისტემის არაერთ დაავადებას ამწვავებს, მათ შორის ცნობილია, რომ მწეველები კოვიდინფექციის რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან.
COVID19-ის პანდემიის დროს, ბევრი ფიქრობს, რომ თამბაქოს მოხმარების დროს, სასუნთქი გზებიდან გადმოფრქვეული კვამლი ვირუსის გავრცელებას უფრო მეტად აძლიერებს. ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კავშირი თამბაქოს მოხმარებასა და კორონავირუსის გავრცელებას შორის ფაქტობრივად, არ არსებობს, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოწევისას, თითების სახესთან, თვალებთან და პირის აპარატთან ახლოს მიტანით, რისკი ვირუსით ინფიცირების უფრო მაღალია.
მოწევა სასუნთქი აპარატის გამართულად ფუნქციონირების შესაძებლობას ასუსტებს, რაც მწეველის ორგანიზმში უცხო სხეულების მოხვედრის შემთხვევაში, ინფიცირებული ვირუსისგან მცირე დოზითაც კი, რთულად თავისუფლდება.
აქედან გამომდინარე, თამბაქოს მომხმარებლები, მაინც ხვდებიან კორონავირუსის უფრო მოწყვლად ჯგუფებს შორის, ვიდრე სხვები.
მსგავს ვითარებაში, მნიშვნელოვანია ცხვირისა და პირის ღრუს დაცვა. სწორედ ამ მიზეზით, თურქეთის მთავრობამ კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის გამო, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში თამბაქოს გამოყენება აკრძალა. ეს გადაწყვეტილება ერდოღანის მთავრობამ პირბადეების მოხმარების მაჩვენებლის გაზრდის მიზნით მიიღო, ვინაიდან თამბაქოს მოხმარების დროს, ადამიანი ავტომატურად იხსნის პირბადეს, შესაბამისად ინფექციის შეჭრის ალბათობა იზრდება.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები