თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ნიკო კვარაცხელიას ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.
“უვადო პატიმრობა მკვლელებს” – თქვა სასამართლოში შესვლის წინ კვარაცხელიას ოჯახის წევრმა.
ამ წუთებში სასამართლოში “მაგთის” თანამშრომელი იკითხება, “მაგთის” დახმარებით ბრალდებულების გადაადგილების ტრაექტორია უნდა გამოეკვლიათ.
თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული.
კომენტარები