23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავს და აშშ-ის ელჩს, კენი დეგნანთან შეხვედრას ითხოვს.
პროგრამისტის დედამ დღეს აშშ-ის ელჩს მიმართა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვა კიდევ ერთხელ მოითხოვა.
როგორც თეონა თამაზაშვილი აცხადებს, სამ დღეში თუ მისი შვილის გარდაცვალების მოტივი არ იქნება გამოძიებული, ის უვადო შიმშილობას დაიწყებს.
კომენტარები