უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ოთხშაბათს ცივი წყალი გადაასხა რუსეთის წინადადებას „გაზის გაერთიანების“ შესახებ, რომელიც მოიცავს შუა აზიის ქვეყნებს და თქვა, რომ ტაშკენტი არ დათანხმდება პოლიტიკურ პირობებს, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მის ეროვნულ ინტერესებს – წერია საერთაშორისო მედია, Reuters-ის სტატიაში.
„რუსეთთან გაზის შეთანხმება რომც გაფორმდეს, ეს არ ნიშნავს გაერთიანებას. მიდიოდა მოლაპარაკებები რუსული გაზის მილსადენით მიწოდებაზე ყაზახეთის გავლით, მაგრამ ეს იქნებოდა „ტექნიკური ხელშეკრულება“ და არა გაერთიანება. თუ სხვა ქვეყნიდან შემოვიტანთ გაზს, ვითანამშრომლებთ მხოლოდ კომერციული, გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე. ჩვენ არასდროს დავთანხმდებით პოლიტიკურ პირობებს გაზის სანაცვლოდ.”,- თქვა უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჟურაბეკ მირზამაჰმუდოვმა.
კომენტარები