სუსხიან თოვლიან ამინდს ცხელი-ცხელი გემრიელობა განსაკუთრებით უხდება!
უზბეკური ფლავი ზოგადად მზადდება ცხვრის ან საქონლის ხორცით, ჩვენ კი ნედლი ქათმის ხორცით მოვამზადეთ და ძალიან რბილი, ნაზი და ფაფუკი გამოვიდა, თავად სცადეთ და დააგემოვნეთ ეს შესანიშნავი კერძი.
საკმაოდ მარტივია და მოსმზადებლად, დაგჭირდებათ:
? ქათმის ფილე 600 გრ (კუბებად დაჭრილი)
? გრძელი ბრინჯი 400 გრ (წინასწარ კარგად გარეცხეთ და დატოვეთ ცივ წყალში)
1 მოზრდილი თავი ხახვი (ალყა-ალყა დაჭრილი)
ნიორი გარეცხილი ( არ გაარჩიოთ თავი მოაჭერით მხოლოდ, როგორც ვიდეოშია)
400 გრ სტაფილო (გრძელ ნაჭრებად დაჭრილი)
მარილი, შავი პილპილი, ძირა, ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი
? ზეთი 100 მლ
ზეთში მოშუშეთ ხახვი, როცა გაოქროსფერდება დაუმატეთ ქათმის ფილე, შემდეგ დაამატეთ სტაფილო, დააყოვნეთ 5 წუთით და დაუმატეთ სუნელები. ამოურიეთ და დაასხით ცივი წყალი, ჩაყარეთ ბრინჯი და დააფარეთ თავსახური ბრინჯის სრულ მომზადებამდე. ბრინჯში მოათავსეთ ნიორი და დაახურეთ თავზე, რათა კარგად მოიშუშოს. რამდენიმე წუთში ამოურიეთ და ჩვენი ფლავიც მზადაა ?.
#ბიუბიუ
#რეცეპტი
#ფლავიქათმისხორცით
კომენტარები