“შაბათის ეთერის” სრულიად კითხვა – სად გაატარეთ არდადეგები, “ქართული ოცნების” ლიდერების დიდი ნერვიულობის მიზეზი გახდა.
ალუდა ღუდუშაურმა ამერიკული არდადეგები მოიწყო.
“ოცნების” დეპუტატი ნიუ იორკში მედისონ ავენიუზე პოზირებდა. მსოფლიოს დედაქალაქთან ერთად ამერიკაში ღუდუშაური ნიაგარას ჩანჩქერის სანახავად იმყოფებოდა.
თუმცა, უცნობია, რა ნახა ასეთი ალუდა ღუდუშაურმა ამერიკაში, რომ იქედან დაბრუნებულს, ჟურნალისტის კითხვა, როგორ დაისვენა, უზრდელური მოეჩვენა.
გარდა იმისა, რომ ჟურნალისტს უზრდელი უწოდა, ალუდამ რამდენჯერმე ჰკითხა, სად გაიზარდა და პასუხზე – ხარაგაულში, იკითხა: – მოგწონს ხარაგაული? რა გასწავლეს მერე, ესე უზრდელი იყავიო, გასწავლეს?
რატომ გაუსვა ამერიკიდან დაბრუნებულმა დეპუტატმა ხარაგაულს ასე რამდენჯერმე ხაზი, არ განუმარტავს.
კომენტარები