ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
„ვა რა სექსი ხარ; ვა, რა სექსუალურად გამოიყურები – ყველაზე სასურველი კომპლიმენტია და სექსია საძრახი?
ჩვენთან პრობლემა არის ძალიან მარტივი – ადამიანებს უჭირთ ფრაზის წარმოთქმა: “შენთან სექსი მინდა”, თუმცა ამას მხარეთა სათანადო შეგნებაც სჭირდება – ეგეც მესმის. რადგან სექსი ნებაყოფლობითი არჩევანია აქაც პასუხი მარტივია: – “მე არ მინდა”, ან “მეც მინდა”. “არ მინდა” არ არის აგრესიის საფუძველი, რადგან ყველას ყველა ვერ მოეწონება და ყველას თავისი გემოვნება აქვს.
თუ, ეს ყველაფერი ფლირტის ფარგლებში ხდება – მშვენიერი, თუ არ ხდება, არც ამით შავდება არაფერი. ურთიერთობის ეს ფორმა ბევრად მისაღებია ვიდრე – კერო, კერო ვერ დაკერო და შენც აგრესია გქონდეს და მასაც.
თან ფლირტი გსიამოვნებდეს და თან ტიპი არ მოგწონდეს ან სხვა შინაგანი შემაკავებელი ფაქტორები გქონდეს და მანიპულირებდე – ეს არ არის კარგი, სწორი საქციელი.
ამიტომ “არას” თქმა არ ტეხავს და უფრო დიდ პატივისცემას იმსახურებს მისი წარმომთქმელი, ვიდრე მანიპულატორი – ეს ორივე სქესს ეხება.“
კომენტარები