საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ინიატივით გამოდის, რომ შეიქმნას ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭო, რათა მოსახლეობას და პარტნიორებს შესთავაზონ მოქმედი ხელისუფლების ალტერნატივა და გადაბარების პროცესი იყოს მშვიდობიანი:
“როგორც ქართული საზოგადოების ფართე ჯგუფებმა, ასევე, ჩვენმა პარტნიორებმა თვალნათლივ დაინახეს, ის, რასაც პოლიტიკოსები ვხედავდით, ვამბობდით მანამდეც “ქართული ოცნება” არის თავიდან ბოლომდე რუსეთის ხელისუფლების დღისწესრიგით მოქმედი ჯგუფი.
იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური მიზანი არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, იმისთვის, რომ ეს მოხდეს, მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ – ვაჩვენოთ ქართულ საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს: რა მოდელით, რა ფორმატით მოხდება ხელისუფლების გადაბარება, რომ ეს არ გამოიწვევს არანაირ დაძაბულობას, არანაირ არეულობას.
ყოველთვის ვინარჩუნებდი ურთიერთობას პოლიტიკურ ძალებთან და გავაგრძელებ იგივეს. სხვანაირად მე ვერ ვხედავ პოზიტიურ დღის წესრიგს. რა თქმა უნდა, შევხვდები ოპოზიციას, რადგან დაინტერესდნენ, შევხვდები”
კომენტარები