ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
“რა თქმა უნდა ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს და მეც აუცილებლად ავიცრები, მაგრამ როცა მსოფლიოში მსგავსი მხოლოდ 40 შემთხვევა ფიქსირდება და არცერთი ფატალურად არ სრულდება, ხომ არ უნდა დავფიქრდეთ რომ ეს ჩვენი ღლიცინის ბრალია ტიკარაძეზე.
მხოლოდ ვარცხნილობა რომ შეგვრჩა თემად და დაგვავიწყდა, რომ მას არცერთი თეთრხალათიანი არ აღიარებს. ყველა ექიმი, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად გეჩურჩულება რომ ტიკარაძე ამ პოზიციაზე დანაშაულია, რომ ქალს ვერ აგებინებენ ვერაფერს. მილიონი ისტორია დადის, რაც ადასტურებს რომ ნებისმიერი თქვენგანი უფრო კომპეტენტური იქნება მის ადგილზე.
არანაირი მომზადება, წინასწარი ინფორმაციის გაცნობა, მოქალაქეებთან მუშაობა, შემდეგ საავადმყოფოების მომზადება რომ ადრენალინი მაინც ჰქონოდათ ადგილზე!
27 წლის იყო და ტიკარაძისგან განსხვავებით, რომელმაც აცრის გაკეთება ვერც კი გაბედა ძალიან გაბედული.
ვადამდელი არჩევნები კი არა, ტიკარაძე ვერ გადავაყანეთ ჯანდაცვის მინისტრობიდან და ამხელა გამოწვევის დროს მისი გადაწყვეტილებების ტყვეები ვართ.”
კომენტარები