საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს:
„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს! ამ დღის აღნიშვნით ვადასტურებთ ერთგულებას, გავაძლიეროთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და თანამშრომლური კავშირები“,
ცნობისთვის, პრემიერმა გუშინაც მიულოცა ამერიკას დამოუკიდებლობის დღე, თუმცა, მილოცვის შემდეგ, ისევ ბრალდებები გააჟღერა და თქვა, რომ ბოლო წლებში ურთიერთობები დაზიანდა და გადატვირთვაა საჭირო. დღევანდელი მილოცვით პრემიერი, არსებული, მისი თქით, უკვე დაზიანებული ურთიერთობის ერთგულებას ადასტურებს, გადატვირთვის ერთგულებას, თუ ქვეყნებს შორის ერთგულებას და დემოკრატიის ერთგულებას – უცნობია.
გილოცავთ… მოხდეს დაზიანებული ურთიერთობის გადატვირთა… – პრემიერის უცნაური მილოცვა აშშ–ს
კომენტარები