პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან.
ღარიბაშვილი:
“სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, მოხდება მისი რეფორმირება და ყველა პირი, მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. მოგეხსენებათ მანამდე იყო გაფანტული ეს სამსახური და არ იყო ეფექტური, უნდა ვაღიაროთ, ყველა ანალიზის მიხედვით, ეს სამსახური არ იყო ეფექტური და არ იძლეოდა იმ შედეგს, რომელიც ჩვენ გვინდა მივიღოთ.
ვინც გადაწყვეტს, რომ სამხედრო წვრთნა გაიაროს სტუდენტობის პერიოდშივე 4 წლის ვადაში, მას შეეძლება ამ პროგრამაში ჩაერთოს. 1-თვიანი ინტენსიური მომზადების პროგრამა იქნება სამხედრო ბაზებზე და გაივლიან იდენტურ ან ძირითად სამხედრო-საბრძოლო მომზადების პროგრამას. პროგრამა 4-წლიანი იქნება, წელიწადში 1 თვე მოუწევთ მათ სამხედრო ბაზებზე მომზადება და სტუდენტობის დასრულებისთანავე, 4 წლის შემდეგ, მათ ჩავუთვლით სავალდებულო სამხედრო სამსახურს მოხდილად.”
მისივე თქმით, პროგრამა 6, 8 და 11-თვიანი იქნება იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ კარიერას ირჩევს შემდეგში. პრემიერის თქმით, პროგრამის მიხედვით მოქალაქეები თეორიის გარდა “ინტენსიური საბრძოლო სმხედრო მომზადებას” გაივლიან.
ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ პირს რიგითის წოდება მიენიჭება.
ღარიბაშვილმა თქვა, რომ ცვლილება 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
კომენტარები