აშშ-ში მცხოვრები ექიმი ზურაბ გურული:
“ვაგნერელები” და “კადიროველები” გვიკვირს საქართველოში?
ეგენი ყოველთვის დადიოდნენ 2012-ის შემდეგ; უბრალოდ, ახლა მოსარიდებელი აღარაფერია. “არგაღიზიანების” პოლიტიკა სახელმწიფო რანგშია. ომს რომ წააგებენ უკრაინასთან, მერე პირდაპირ ჩამოსახლდებიან.
რატომღაც ვინმემ რამის თქმა რომ გაუბედოს.
რა, ოთხოზორიას პირდაპირ არ ესროლეს, დღისით-მზისით, საკუთარ მიწაზე?
ნეტავ ქართულ სპეცსამსახურებში და სამხედრო სტრუქტურებში რამდენიმე ღირსეული ადამიანი მაინც არ დარჩა, ვისაც შეუძლია უხერხულად შეიშმუშნოს მაინც, როცა უდანაშაულო ქართველ ბიჭებს ცარიელი ფურცლებით ქუჩაში დგომისათვის ციხეში ყრიან და ამ სადისტ ხვადაგებს კი თვალს არიდებენ და დერეფანს უხსნიან? თქვენ ხომ მაინც იცით რით დასრულდება ეს ყველაფერი. ხომ ხედავთ “პროგრესს”? რა იქნება შემდეგი, კადიროვ-ვაგნერელები პირდაპირ ქუჩაში გვესვრიან? და რომ გვესროლონ, როგორც გიგას ესროლეს, რომელიმე ხმის ამომღები ხართ? მეტი არაა ჩემი მტერი.
ტეხავს ბატონებო, ტეხავს “
კომენტარები