უკრაინული მედიის ცნობით – კერძო სამხედრო რუსული ორგანიზაცია “ვაგნერის” წევრები, ასევე დაქირავებული ბელარუსული დაჯგუფების [ГардСервіс] წევრებს, უკრაინის ტერიტორიაზე დივერსიების მოსაწყობად ამზადებენ. მედიის ინფორმაციით, ისინი ამისთვის უკრაინელი სამხედროების ფორმებს გამოიყენებენ. როგორც მედია წერს, “ვაგნერის” დაჯგუფება ბელარუს მებრძოლებს უკვე ერთი თვეა ავარჯიშებს.
ГардСервіс ლუკაშენკოს რეჟიმთან ასოცირებული კერძო უსაფრთხოების კომპანიაა, რომელიც 2020 წლის ივნისში გამოჩნდა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მასობრივ საპროტესტო აქციებამდე ცოტა ხნით ადრე. ორგანიზაციის თანამშრომლებს ლუკაშენკომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მიანიჭა.
8-დან 14 სექტემბრამდე უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონების საზღვრებზე რუსეთის, ბელარუსის და “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის”, ე.წ. ოდკბ-ს ქვეყნების ერთობლივი სამხედრო წვრთნებია დაგეგმილი.
კომენტარები