ჟურნალისტი, დავით აქუბარდია, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს:
“ვაი მაგათ პატრონს, ექვსიანები თარსია ხელისუფლებისთვის, დაანებონ თავი, ეშმაკისეულია მათთვის ეს ციფრები, დიდი განსაცდელია მათთვის და ლოგიკურად ვთავაზობ, გაუშვი (სააკაშვილი), კეთილი ჟესტი გამოიჩინეთ და გაუშვი იმ საავადმყოფოში… ქაჯობაა ეს.
ბათუმიდან დაიწყო აქციები, ზუგდიდში იყო, მერე ქუთაისში, ხვალ თბილისშია, გამოვიდა მთელი ერი, ყველგან “მიშას” ყიჟინი ისმოდა – ორ რამეს ითხოვდა ხალხი, გაათავისუფლეთ მიშა და არჩევნები ჩატარდეს პატიოსნად. ეს ორი პრობლემა აქვს სახელმწიფოს – უნდა მიხვდნენ, რომ ერთშიც ჩაფლავდა ხელისუფლება და მეორეშიც და გამოფხიზლდნენ.”
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ თქვა:
„6 ნოემბერს, 6 საათზე ეცდებიან, 6 ათასი კაცი შეკრიბონ, მათი კოდი გაშიფრეს”
კომენტარები