ტვ „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„რა უნდა ისწავლოს ივანიშვილმა ბელორუსის ამბიდან – ამაზე მოგვიანებით, თუმცა პირველ რიგში იმაზე, რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ. აღმოჩნდა, რომ სასწავლი გვაქვს ჩვენც ბელორუსებისგან: როცა მათი პრეზიდენტობის კანდიდატი გაიქცა პროტესტის მეორე დღეს, ხალხმა ძალიან მიზანდასახულად, თვითორგანიზებით, მშვიდად და აქტიურად, თვითონ გააგრძელა პროტესტი. არ დაუწყიათ მოთქმა–გოდება, ვაიმე, დამპალი, როგორ გაიქცა, ეს ოპოზიცია რა მთხლეა, ლიდერი არ გვყავს, რატომ უნდა გამოვიდე, ვისთვის გამოვიდე…. ვითომც არაფერი, გააგრძელეს თავისი საქმე, იმიტომ რომ მათი გასაკეთებელია ის, რასაც ახლა აკეთებენ. ეჭვი მაქვს, ჩვენთან რომ იგივე მომხდარიყო, ორ კვირას მინიმუმ იმ ქალის ლანძღვაში და იმაზე მოთქმაში გავატარებდით, როგორ გვიღალატეს, რა დამპალია ოპოზიცია, ნეტა ვის უნდა ვენდო, რატომ უნდა ვენდო, ეეეჰ, არაფერს აზრი არ აქვს და ა.შ. და ამასობაში კი ჩაივლიდა მატარებელი. მოკლედ, ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. ოპოზიცია მხოლოდ ინსტრუმენტია ხალხის ხელში. ერთი დაბლაგვდება, სხვას მოვძებნით. მთავარია ჩვენ ვიცოდეთ ზუსტად რა გვინდა. საოქტომბროდ გამოგვადგება ეს გაკვეთილი.“
კომენტარები