თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:
„ერთი ნაცნობის ფბ სტატუსი შემხვდა , ამ შინაარსის: “ეს სტუდქალაქელი ქაჯიო, ერთ-ერთ პოლიტიკოსზე წერდა, ვაკეში რომ გულაობსო” ,ქვემოთ ასეთივე კომენტარებით-“ეს სოფლელები ვაკეში, როდის წაეთრევიან აქედან “, “რატომ გლდანში არ გადაკეტეს გზა ” აი ამ ტიპის კომენტარები, ჰოდა ვფიქრობ ახლა : კაცო , ილია ჭავჭავაძე ყვარლიდან რომ არის , აკაკი საჩხერედან, გალაკტიონი ჭყვიშიდან, ვაჟა რომ ფშაველია, ნიკო ნიკოლაძე ქუთაისიდან და ა.შ აი ამ სახელებს და გვარებს რომ “ჩამოთრეულებად ” მიიჩნევთ “გავიგეთ პატივცემულო “ქოცნების ნაოცნებარო ქალბატონებო “, მაგრამ აი საკუთარ და სოფლიდან ჩამოსულ თქვენს მშობლებს დედებს და მამებს , ზოგი მსახიობი რომ არის და ზოგიც მწერალი და რეჟისორი და თავად ჩამოსულ ბიძინა ივანიშვილსაც ხომ მოიხსენიებთ “ჩამოთრეულად” ასე გამოდის ხომ ასეა???ჰოდა
“რაცხა” არ გაგიბრაზდეთ ე მანდ , მაინც ოლიგარქია და რა იცით როდის გაბრაზდება ფეოდალურად დაგტუქსავთ და კი დაგრჩებათ შორს, “სიბრძნე სიცრუისა” ….მშობლების წარმომავლობის და დაბადების ადგილის დამალვა რაღა უბადრუკობაა, ეს რა საცოდაობაა!
ასეთი მართლა არაფერი გამიგია , საკუთარი დედის და მამის დაბადების ადგილის დამალვა რაღა არის კაცოოოოოოუ?!
ვახ ჩემო “დაბრენდილო” და
“დაბრედილო” საქართველოვ!“
კომენტარები