ჟურნალისტი, ვახო სანაია, აქციაზე:
“არ შევეგუებით სიკვდილის რაზმებს დედაქალაქის ცენტრში.
მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ხვალ დილამდე, თქვენ მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს და უნდა მიჰყვეს მთელი მთავრობა!
გადადგომა არ არის საკმარისი – გადაგდეს და დაისაჯოს ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობა, რომელმაც დედაქალაქის ცენტრში მოგვიწყო რუსული სპეცოპერაცია და შეიწირა ჩვენი კოლეგა, ეს იყო მკვლელობა… რუსეთიდან დაფინანსებული ძალები, საპატრიარქოს ორგანიზებული ძალები, რომლებიც არიან თანამშრომლობაში საქართველოს ხელისუფლებასთან, უნდა დაისაჯნონ.
ჩვენ არა ვართ მხოლოდ 53 რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდით… ჩვენ არ გავჩერდებით, არ გვეშინია თქვენი…
ბიძინა ივანიშვილს საფიქრალად აქვს დრო დილამდე. ღარიბაშვილი არის არალეგიტიმური პრემიერ-კმინისტრი8 და ის უნდა წავიდეს.
პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა მკვლელების რაზმებს, პირდაპირ ეთერში უთხრა, რომ ჟურნალისტები და აქტივისტები ყოფილიყვნენ მათი სამიზნე და მათ ეს განახორციელეს.
ირაკლი ღარიბაშვილი და ავტომატურად, საქართველოს მთავრობა უნდა გადადგეს.”
კომენტარები