“ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თავდასხმის შედეგად ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ის ამ დროისთვის დამატებით კვლევებს გადის.
ცნობისთვის, წუხელ ვახო სანაიასა და მის ოჯახს თბილისში თავს დაესხნენ. შსს-მ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავა.
მომხდარი დაგმეს როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
კომენტარები