სად დავაყენებ პოლიციელებს, არავის საქმე არ არის, ამას ვწყვეტ მე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებიც ბანკებთან შეიარაღებული სამართალდამცველების, ესებუას საქმითა და კრიმინალის შემცირების საკითხით დაინტერესდნენ.
მისივე თქმით, საქართველოში კრიმინალმა იკლო. ამასთან, გომელაურის განცხადებით, უწყება მუშაობს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ, ბადრი ესებუას საქმეზე.
„მე სად დავაყენებ პოლიციელებს, დავაყენებ შეიარაღებული ავტომატებით თუ პისტოლეტებით, ეგ არავის საქმე არ არის. ამას მე ვწყვეტ. კრიმინალი არ გაზრდილა, პირიქით, იკლო. ესებუას საქმეზე ვმუშაობთ. მოხდა ძმის დაკავება, რომელიც ეხმარებოდა და ტვირთი გადაჰქონდა, აკრძალული ნივთები. საქმეზე ვმუშაობთ და ამ ეტაპზე ღიად ვერ ვსაუბრობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კრიმინალური ფაქტები აღარ მოხდეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
კომენტარები