სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირი – მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსი, გიგა გიგაშვილი და ექსპერტი ვახტანგ ლონდარიძე – დამნაშავედ ცნო. გიგაშვილს 3 წლის ვადით, ხოლო ლონდარიძეს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. სასამართლომ გიგა გიგაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივ გულგრილობაში, ხოლო ლონდარიძე ყალბი ექსპერტიზის დასკვნის დამზადება-გამოყენებაში. მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაითვალისწინა.
მოსამართლე გიზო უბილავამ დაადგინა “გრინსერვის პლუსის”, შპს “მშენექსპერტისა” და “ექსპერტიზა დიზაინის” კანონდარღვევებიც, მათ ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმების – 250 000, 100 000 და 50 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა. 2 მოზარდი – ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი – დაშავდა. აღნიშნულ საქმეზე 9 ბრალდებული პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ 8 პირი ცნო, მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა.
კომენტარები