ვაკის პარკის საქმეზე ცხრავე დაკავებული პატიმრობაში რჩება. მანამდე კი თბილისის საქალაქო სასამართლო ბრალდებების ეპიცენტრად იქცა. სკანდალური ჩვენება მოსამართლეს “გრინსევრის პლიუსის” დამფუძნებელმა მისცა. ლაშა ფურცხვანიძემ პროკურორები ბრალდებულების გადაბირებაში ამხილა.
ფურცხვანიძე ირწმუნება, რომ დაკავებულებს ჩვენებების შეცვლას აიძულებენ, რომ მთელი პასუხისმგებლობა მომხდარ ტრაგედიაზე მხოლოდ მას დაეკისროს.
არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატები ყველა ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ნაწილი გირაოზეა თანახმა, ნაწილი კი ყოველვარი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფების გამოშვებას.
განსხვავებული პოზიცია აქვს პროკურატურას, რომელიც საქმის არსებითი განხილვის 2 თვით გადადებას ითხოვს. ეს დრო ბრალდების მხარეს მტკიცებულებების შესაგროვებლად სჭირდება. მათ შორის ახალი ექსპერტიზების ჩასატარებლად.
„ტვ პირველი“
კომენტარები