თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ადვოკატებს უკვე გადაეცათ საქმის მასალები და აცხადებენ, რომ დოკუმენტების გაცნობის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულო არიან.
ადვოკატების ნაწილი დღეს გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს, ნაწილი კი გირაოს შეთავაზებასაც არ გეგმავს, რადგან თვლის, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ წაყენებული ბრალი აბსურდულია. არც ერთი დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და ამის დამტკიცებას უშუალოდ სასამართლოზე აპირებს.
პროკურატურა ყველა დაკავებულის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს და აცხადებს, რომ ბრალდებულებს სინანულის გრძნობაც არ გააჩნიათ.
კომენტარები