“ფორმულას” ინფორმაციით, ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულ თბილისის მერიის თანამშრომელს, გიორგი ვახტანგაშვილს პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს.
ვახტანგაშვილს კვლავ ბრალდებულის სტატუსი აქვს და მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გაგრძელდება.
ვახტანგაშვილი თბილისის მერიაში გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით იყო აღძრული, რაც ითვალისწინებს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი;
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა. 2 მოზარდი – ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი – დაშავდა. აღნიშნულ საქმეზე 9 პირი დააკავეს.
კომენტარები