ნონა მამულაშვილი, რომელიც დღეს, “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, დავით ლორიას ფიზიკურად დაუპირისპირდა, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“მაშინ როდესაც ყოველდღე უსასტიკეს სიკვდილის ქრონიკას ვუყურებთ, რომელსაც უდიდესი სიბოროტის იმპერია ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ
მაშინ როდესაც ყოველდღე ვხედავთ ნაწამები, გაუპატიურებული დასახიჩრებული ადამიანების კადრებს
მაშინ როდესაც შენ ქვეყანას ზუსტად იგივე დაუნდობელი მტერი ებრძვის
მაშინ როდესაც ჩვენ საამაყო მებრძოლებს კლავენ
აი ამ დროს რომ ზელენსკის დააბრალებს ლორია ომის დაწყებას თუ პროვოცირებას, მე ვალდებულად ვთვლი თავს რომ უმკაცრესი პასუხი გავცე ნებისმიერ გარეწარს, ვინც ამის შესახებ ბედავს და ლაპარაკობს ამ უდიდესი ტრაგედიის ფონზე”
კომენტარები