ფოტო – ekhokavkaza
ერევანში მიმდინარე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტზე სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უარი თქვა ОДКБ-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს დეკლარაციის პროექტისა და სომხეთის დასახმარებლად ერთობლივი მოქმედებების შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერაზე.
მისი თქმით, მოკავშირეებმა აზერბაიჯანისგან უნდა მოითხოვონ ჯარების გაყვანა სომხეთის ტერიტორიის მათ მიერ ოკუპირებული ნაწილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში “ეს შეიძლება ჩაითვალოს ОДКБ-ს მოკავშირეების ვალდებულებების შესრულებაზე უარად”.
კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა სამიტის შემდეგ თქვა, რომ ОДКБ-დან სომხეთის გასვლა გამორიცხულია. ერევანში ОДКБ-ის სამიტი 23 ნოემბერს დაიწყო და მას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც ესწრება.
ОДКБ–ს წევრები სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ბელარუსი არიან.
კომენტარები