ჩანაწერებით არ უნდა გამოვვარდე. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია, – ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრი პატრულის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი დვალიშვილის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზოარიას ძმასთან, ვახო (კიტა) იზორიასთან დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას.
გომელაურის თქმით, პატრულ-ინსპექტორი ვალდებული იყო გადაღებული მასალა გენერალურ ინსპექციაში წაეღო და ვიდეო არ უნდა შეენახა.
„რაც შეეხება დევნას, რაც ახლა ამ ადამიანმა გააკეთა… საპატრულო პოლიციაში ჩვეულებრივი რეფორმა გაკეთდა და ამ ადამიანს უწევდა სხვა თანამდებობაზე გადასვლა. ეს ჩვეულებრივი თემაა. დღეს მინისტრი ვარ, ხვალ შეიძლება დამიძახონ, მითხრან მოადგილედ უნდა გადახვიდე ამ და ამ სამინისტროში. გუნდს ეს სჭირდება, გადაწყვეტს პრემიერი, მთავრობა და მე უნდა გადავიდე. უკაცრავად, ჩანაწერებით კი არ უნდა გამოვვარდე. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. მინდა ხაზი გავუსვა, თუ ამან (პოლიციელმა) ნახა, რომ დანაშაული იყო, ვალდებული იყო ეს წაეღო გენ.ინსპექციაში ან პროკურატურაში და არ უნდა შეენახა. “ჩემი თავდაცვის მიზნით შევინახე” – ვინ დევნიდა?!. ეს ადამიანი ექვსი წლის განმავლობაში თანამდებობაზე იყო. ერთი წლის წინ დაუსაქმეს მეუღლე, დაუსაქმეს არა, მივიდა, მუშაობა დაიწყო ქალბატონმა. ხელი არავის შეუშლია. როგორ ფიქრობთ, ექვსი წელი რომ დევნაში ყიფილიყო ეს ადამიანი უსაფრთხოების სამსახურის, შსს-ს მიერ და ზეწოლის ქვეშ რომ ყიფილიყო, იმუშავებდა?!“, – განაცხადა გომელაურმა.
კომენტარები