“ქართული ოცნების” თანადამფუძნებელი, მწერალი, მერაბ შათირიშვილი:
“დღეს ვალერი მელაძე დავინახე იუსტიციის სახლთან, რამდენიმე ქართველ ახალგაზრდას ზრდილობიანად ესაუბრებოდა, გამიხარდა, თანაც მან და მისმა თანმხლებმა პირებმა საპარგინგე ადგილი მალევე გაათავისუფლეს და მათი ჯიპის ნადგომზე სიამაყით დავაყენე ჩემი ავტომობილი, მერე გამახსენდა, რომ ცნობილმა მომღერალმა რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ საჯაროდ დაგმო და ამანაც სიამაყის გრძნობა მომგვარა, მერე 2008 წლის რუსეთის აგრესია ამომიტივდა თავში და სამაჩაბლოსთან რომ მყარი ფესვები აკავშირებს მელაძეს, ეს ამბავიც გავიხსენე და უცებ ერთი კითხვა დამებადა, ყოველგვარი ირონიის გარეშე ვკითხულობ: ვალერი მელაძემ 2008 წელს დაგმო რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ?! ვერ გავიხსენე ასეთი ფაქტი და იქნებ გამახსენოთ!.. თუ არ დაგმო, იქნებ მაშინდელი ხელისუფლების მაპროვოცირებელ ნაბიჯს არ ამართლებდა!.. არ ვიცი … მოკლედ, ის კი ვიცი, რომ უიღბლო და უკუღმართი ბედისწერის ერი ვართ!..”
კომენტარები