ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა:
“დღეს ჩავედით ვალია ბებოსთან ხურვალეთში.
გუშინ პატარა დათამ გვითხრა, რომ ვალია ბებო არ არის კარგად.
როგორც აღმოჩნდა, ვალია ბებომ სახლი ვერ გაათბო – ჩატანილი შეშა ისევ მავთულხლართებთან დაგვხვდა.
რუსმა ნაძირლებმა არ მისცეს უფლება მაცხოვრებლებს ეს შეშა შეეტანათ სახლში, თუ დაეხმარებითო, დაგიჭერთო.
ვალია ბებო სიცივეშია, იმიტომ კი არა, რომ შეშა არ აქვს, არა, იმიტომ რომ ეს ნაძირლები, რუსი ორკები არ აძლევენ საშუალებას ვალია ბებოს ეს შეშა გამოიყენოს.
ამ ფოტოზე კი რუსი ორკები არიან, რომლებიც დგანან და ყარაულობენ, ემანდ ვინმე არ მივიდეს და შეშა არ შეუტანოს ბებოს სახლში.
ამ რუსებთან გინდათ ყოფნა? ამ დედააფეთქებულ, უსისხლო და უჯიშო ნაბიჭვრებთან აპირებთ ურთიერთობის დალაგებას?”
კომენტარები