აგვისტოს ომის მონაწილე, გია ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ჩემო მეგობრებო, მინდა ძალიან ბევრი რამ დავწერო, მაგრამ ამავე დროს სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ ჩემი გულის ნადები გამოვთქვა, მიმძიმს სიტყვების მოძიება. რამოდენიმე საათში გამოცხადდება განგაში, საბრძოლო განგაში და როგორც მე, ასევე ათასეულობით სამხედრო მოსამსახურე თუ სამოქალაქო პირი გამოცხადდება თავიანთი დისლოკაციის ადგილზე. დიახ მეგობრებო, თენდება ავბედითი 08,08,08, ძნელია იმ დღეების გახსენება, მაგრამ ამავე დროს ძალიან საამაყოც არის ჩემთვის, მძიმეა იმიტომ, რომ მახსენდება ჩემი მეგობრები, ის ვაჟკაცი ხალხი, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი რამ, თავიანთი სიცოცხლე დათმეს საქართველოს ერთიანობისთვის, ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის, ეს ის ვაჟკაცები არიან, ათჯერ და ასჯერ მეტ მტერს ვაჟკაცურად რომ დახვდნენ და საამაყო იმით რომ მე, ერთ ერთი რიგითი საქართველოს მოქალაქე ვიცნობდი უმრავლესობას, იმ უმრავლესობას ვისი ნაცნობობაც ბევრისთვის საამაყოა. და მეც ვამაყობ მათი სახელებით.
მე ვამაყობ თქვენით ჩემო მეგობრებო, ვისთანაც ერთად გამოვიარე ის დღეები და დღეს ამაყად დავაბიჯებთ საქართველოს მიწაზე, ამაყად იმიტომ, რომ ჩვენც მიგვიძღვის წვლილი, ამ ერთი პატარა გოჯი მიწის შენარჩუნებისთვის. ვამაყობ თქვენით ჩემო ძმებო და დებო.
13 წელი გავიდა, თითქოს არც ცოტაა და არც ბევრია, მაგრამ ძალიან ძნელია მოგონებად.
დიდება გმირებს/
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.”
კომენტარები