საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი:
„რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, რომ წავიდეს და იომონ უკრაინაში. საქართველო ამ კონტექსტში მათთვის არის სერიოზულად წელში გამსწორებელი ქვეყანა შიდა მოხმარების თვალსაზრისით“
მართალია, გიორგი მარგველაშვილის ამ განცხადებას დღეს განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა, მარგველაშვილმა ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში განაცხადა:
“თუ ავყვებით იმ რიტორიკას, რომ ომი არ გვინდა, ჩემო კარგებო, მივიღებთ ომს, ოღონდ მივიღებთ ისეთ ომს, როგორიც ვერ წარმოგიდგენიათ, ქართველ ჯარისკაცებს წაიყვანენ რუსები უკრაინაში უკრაინელების დასახოცად. აი, ასეთ ომს მივიღებთ, ეს არის მომავალი, გგონიათ, რომ ვამეტებ? რას აკეთებენ დღეს ჩეჩნები? არ არიან ჩეჩნები ვაჟკაცი ხალხი? იმ ხალხის შვილები არ იბრძვიან დღეს პუტინის მხარეს, რომელთა მშობლებიც პუტინმა ამოხოცა? არ არის ეს არარეალური პერსპექტივა. ასე რომ, ომი ვისაც არ გინდათ, გააჩერეთ ეს რეჟიმი და გამოხატეთ პოზიცია.”
კომენტარები