ექთანი რუსკა ბერიძე:
“მე ექთანი ვარ…
თითქმის ყოველ დღე მიწევს ვინმეს სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის ბრძოლა. თუ ყოველთვის არ გამომდის რამე, იმედის მიცემას მაინც ვახერხებ ადამიანებისთვის.
ერთ დღეს სამსახურიდან ვბრუნდებოდი. ფორმა ისევ მეცვა და ზემოდან ლაბადა მოვიხურე პირდაპირ. გზად მაღაზიაში შევიარე და ძველი ნაცნობი შემხვდა. მოკითხვის შემდეგ, როცა შემათვალიერა და ჩემი ფორმა დაინახა მან გაოცებულმა მკითხა:
“შენ რა უბრალოდ ექთანი ხარ?”
ეს ფრაზა 13 წლის მანძილზე სხვა დროსაც ბევრჯერ გამიგონია, მაგრამ ამ შემთხვევაში გულზე რაღაც ცუდად მომხვდა….
მე ხშირად მჭერია ხელში მოხუცებული ადამიანის ხელი სიკვდილის წინ, რომელსაც ვაძლევდი ბოლო იმედს, ვეხმარებოდი შიშის დაძლევაში შეუცნობელი სამყაროს წინაშე და მე უბრალოდ “ექთანი” ვარ…..
მე ვამშვიდებდი გულმოკლულ მშობლებს, რომლებმაც შვილი დაკარგეს და მე უბრალოდ “ექთანი” ვარ……
მე ვუწევდი პირველ სამედიცინო დახმარებას ადამიანებს და მე უბრალოდ “ექთანი” ვარ…..
მე ვარ თვალი და ყური ექიმისა რომელსაც ვეხმარები თქვენი დაავადების დამარცხებაში და მე უბრალოდ “ექთანი” ვარ….
მე ვაკლდები ყველას დაბადების დღეს, შვილების კონცერტებს სკოლაში ან უბრალოდ ყველა სადღესასწაულო დღეებს ვატარებ საავადმყოფოში, რათა დავეხმარო ადამიანებს და მე უბრალოდ “ექთანი” ვარ..
ჩემი ცოდნა და გამოცდილება ადამიანებს ეხმარება გამოჯანმრთელებაში, ან სულაც მათი სიცოცხლის შენარჩუნებაში და მე უბრალოდ “ექთანი” ვარ….
ასე რომ…… თუკი ამ ყველაფრის გამო მე “უბრალოდ ექთანი” ვარ…..მე ამით ვამაყობ.”
კომენტარები