კორონავირუსმა და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხი ხუმრობის ხასიათზეც დააყენა.
სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით კორონა-მარგალიტებს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს…
გურია
გურიაში პატარა ბავშვი მეზობელთან თამაშობდა. ოჯახის წევრებს ბავშვის მოკითხვა შეაგვიანდათ და გახდა ამასობაში საღამოს 9 საათი.
ბავშვის დედამ შეჰკივლა:
– ვაიმე ბავშვი დამრჩა მეზობელთანო და გაემზადა წასასვლელად. ამასობაში სამზარეულოდან იკივლა ბებიამ:
-დატიეთ იქინე, 3000 ლარი არ მომითრიოთ ჯარიმა სახლში!
•••
ახლა იფერი დროია ძამა აღდგომაზე მკვტარი აქეთ თუ მუა და დაგინთებს სანთელს.
კახეთი
ჯვარი აქაურობაი და ქიზიყში ქელეხები გავაუქმეთ. ეხლა იმაი ვამუღამებთ კუბო ორმა კაცმა როგო ვატაროთ. მეოთხე არ შეიძლება და მესამე შიგა წევს.
•••
ეს ვიდეოც კახელ ქალბატონზეა, რომელსაც სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება აქვს ↓↓
თბილისი
საინფორმაციოს აღარ ვრთავ… გავხედავ ანძას და ფერის მიხედვით ვხდები, რომელ ქვეყანას აქვს დედა მო…ლი.
ცნობისთვის: ბოლო დღეებში თბილისის ანძა იმ ქვეყნების ფერებში ნათდება, რომლებიც ყველაზე ცხელ წერტილებად მიიჩნევა
იმერეთი
ქუთაისში პატრულმა კაცი 20:30 ზე დააჯარიმა – ვიცი სადაც ცხოვრობ, 9-მდე სახლში ვერ მიასწრებო.
•••
ზესტაფონში მოტეხილი ხელი ვერ დამიფიქსირეს ექიმებმა და კორონას დააფიქსირებენ?!
•••
ქუთაისს სველი ტილო მაინც გადაუსვან – ასე ეხმაურება ადგილობრივი თბილისის ქუჩების გაწმენდით და სადენზიფექციო სამუშაოებს
აჭარა
იქნებ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება რომ რესტორანში პაპიტოზე ვცეკვავდით?
პრაიმტაიმი
კომენტარები