საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, დღეს და ხვალ, სამების ტაძარში მედიასაშულებების წარმომადგნელების შესვლა შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეზღუდული იქნება.
საპატრიარქო ამბობს, რომ გადაწყვეტილება ტაძარში გუშინ მომხდარი “ვანდალური აქტიდან” გამომდინარე მიიღეს. გუშინ სამებაში განთავსებულ რუსი წმინდანის, მატრონას ხატს, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული ლურჯი საღებავი შეასხეს.
“გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამების ტაძარში რუსი წმინდანის, მატრონას ხატია, რომელზეც სტალინია გამოსახული. მოგვიანებით “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა განაცხადეს, რომ ხატი ეკლესიას მათ შესწირეს.
კომენტარები