ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა, გამოცემა “თაიმერთან” ამბობს:
“საქართველოს საპატრიარქო თვით საქართველოს ეკლესიის წიაღში ყველაზე დახურული ინსტიტუციაა, აქედან გამომდინარე, როდესაც საპატრიარქო სინოდთან დაკავშირები დღის წესრიგსაც არ ათახმებს წინასწარ ეპისკოპოსებთან და წინასწარვე იცის , რომ ეპისკოპოსების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით საზღვარგარეთ ეპარქიაში მყოფნი სინოდის სხდომას ვერ დაესწრებიან, აქ მხოლოდ შეგვიძლია რამდენიმე გარემოება ვივარაუდოთ.
ზოგი საუბრობს, რომ შესაძლოა, საბოლოოდ გაფორმდეს პატრიარქის გადადგომა და მეორეც, არის მოსალოდნელი, რომ თავად მოსაყდრემ თქვას უარი მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე.
მოგეხსენებათ, რომ მეუფე შიო არ არის ლეგიტიმურად ამ თანამდებობაზე დანიშნული, თუ ასე ვუწოდებთ მოსაყდრეობას. უფრო მეტიც, ამ წუთას პირდაპირ წარმოადგენს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეგზარხოს საქართველოში და აქედან გამომდინარე, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება სინოდზე, ვფიქრობ, იქნება რუსეთის ინტერესების რეალიზაციიდან გამომდინარე.
აქვე დავძენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი გარემოება. რამდენიმე დღის წინ, პატრიარქმა დააჯილდოვა ვანო ჩხარტიშვილი საპატიო სიგელით. ეს მერამდენე სიგელია ამ პერსონისთვის საპატრიარქოს მიერ გაცემული, განსაკუთრებით მგალობლების პოპულარიზაციის მიმართულებით, ცალკე საკითხია, თუმცა თუ პოლიტიკურ კონტექსტში შევხედავთ, ვანო ჩხარტიშვილი არის ერთ-ერთი პერსონა, რომელიც თავის დროზე იყო შუამავალი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს პატრიარქ შორის, რომ მას თანამდებობა დაეტოვებინა და გადამდგარიყო.
ამის შესახებ ეპისკოპოსებიც საუბრობდნენ სხვადახვა პერიოდში , რომლებმაც მერე პირში წყალი ჩაიგუბეს. ეს ინფორმაცია ასევე აღმოჩნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კრებსებშიც და ამ ვითარებაში ჩხარტიშვილის დაჯილდოება მეტად საჩოთიროდ მეჩვენება.
რის სანაცვლოდ აძლევენ ამ სიგელებს, ყველასთვის გაუგებარია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ამ შემადგენლობის პირობებში შესაძლოა, რაიმე რევოლუციური ცვლილებები მოხდეს ღმერთთან, ანუ ქრისტეს გზაზე დაბრუნების კონტექსტში. დანარჩენი შეიძლება იყოს ბუტაფორია , რომელსაც ჩვენი საზოგადოებისა და მორწმუნეების ცხოვრებაზე არსებითი გავლენა ვერ და არ ექნება.”
შეგახსენებთ: 2023 წლის 2 ნოემბერს, 12 საათზე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.
აღსანიშნავია, რომ წელს სინოდის სხდომა მეორედ ტარდება. პირველად წმინდა სინოდი 2023 წლის 14 თებერვალს შეიკრიბა.
კომენტარები