“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„შარშან ოპოზიციის არნახული ერთიანობის ფონზე, როცა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ვიკრიბებოდით, უცნაურად გაისმა მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, მისივე სახელობის ბიბლიოთეკის ალტერნატიულ ცენტრად გამოცხადების შესახებ. უხერხულობას მისივე თანაპარტიელებიც გრძნობდნენ, მაგრამ ერთობის მუხტი იმდენად ძლიერი იყო, ბიბლიოთეკას პროფილის შეცვლა არ მოუწია. ვინც იქ სააკაშვილს არ იცნობდა, გაკვირვებული დარჩა. მიშა ბორგავდა და არ მოსწონდა ფორმატი, სადაც პირადად არ იყო ერთპიროვნული ლიდერი.
ამასობაში გამოჩნდა მერაბიშვილიც, რომელმაც ენმ-ს შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო. გააღვივა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები, რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება, რომ ის უნდა იყოს პრემიერობის კანდიდატი და სწორედ ის, მერაბიშვილი ადგილზე უზრუნველყოფდა ამას. ასეც მოხდა. ენმ გავიდა ყველა შეთანხმებიდან, დააყენა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად, გამოაცხადა – ან მე, ან ბიძინა, სხვა ყველა პარტიუკაა და არავითარი კოალიცია არ იქნება, თუ ენმ არ გაიმარჯვებს, ქვეყანა დაიღუპებაო. ვინც არ მიიღო თამაშის წესი, მტერი აღმოჩნდა.”
კომენტარები