საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვლის მოსანახულებლად მის საცხოვრებელ სახლში „ევროპული საქართველოს” ლიდერები იმყოფებიან.
რამდენიმე წუთის წინ სახლთან „ევროპული საქართველოს” წევრი, ხათუნა გოგორიშვილი გამოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ დღეს პოლიტიკურ გეგმებზე არ ისაუბრებენ.
„ადამიანი როდესაც თითქმის 7 წელი იყო ციხეში, ერთადერთი პირველი, რაც წესით ადამიანს აქვს სათქმელი, არის ის, რომ მოიკითხოს მისი ჯანმრთელობა და მისი მდგომარეობა. ძალიან ადრეა დღეს ნებისმიერი პოლიტიკური შეკითხვა”, – განაცხადა გოგორიშვილმა ჟურნალისტებთან.
საცხოვრებელი კორპუსი რამდენიმე წუთის წინ დატოვეს „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, დავით კირკიტაძემ და გიორგი ბოტკოველმა, ასევე „ევროპული საქართველოს” წევრმა, გოკა გაბაშვილმა. მათი თქმით, დღეს პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი არ ყოფილა.
კომენტარები