“ალიას” ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბი
– კი, ბატონო, თითქმის ყველა მძიმე და გახმაურებული დანაშაულის სათავესთან ვანო მერაბიშვილი იდგა, გეთანხმები, მაგრამ იყვნენ სხვა შემკვეთებიც, იყვნენ შემსრულებლებიც, რომლებიც დღემდე არ დასჯილან. „მუხროვანის ამბოხი“ გავიხსენოთ, ის ვიდეო გავიხსენოთ, სადაც ვანო ორ გვამს ითხოვს მუხროვანის სამხედრო ბაზაზე. იმ კადრებში ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ჩანს, რომელიც ამ ხელისუფლების დროს, შსს–ში გენერალური ინსპექციის უფროსის იყო, მანამდე, 2015-2017 წლებში სუს–ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ახლა კი სუს–ის უფროსის მოადგილეა. მაგის გარდა, ბევრის გახსენება შემიძლია, ვინც მერაბიშვილთან ერთად ჩადიოდა დანაშაულს, მის დაკვეთებს ასრულებდა და დღემდე დაუსჯელია. ამ ხალხს როდემდე არ უნდა მიხედონ? ბოლოს და ბოლოს, `კასტილიანი~ გამაუპატიურებელი დაუსჯელია, ასევე, გავრცელებულ ვიდეოში მაგიდაზე დაბმულ კაცს რომ აუპატიურებს ტატუირებული ველური, ეგ ამოიცნეს, მაგის სახელი, გვარი და ყოფილი სამსახური „დაიდო“ „ფეისბუკზე“, მაგრამ ეგეც დაუსჯელია…
– მომისმინე, რა გითხრა – ვანო მთელი ცხოვრება იყო ბიძინა ივანიშვილის მონა. თუ ჭორვილაში პატრულის 3 ეკიპაჟი იყო საჭირო, ვანო 9 ეკიპაჟს გზავნიდა. სხვა პოლიციელი ძალებიც მომეტებული იყო ჭორვილაში, მთლიანად საჩხერეში, ბიძინას უსაფრთხოებისთვის. ვანო იყო ბიძინას ხშირი სტუმარი. მიშას ქეში ფული რომ სჭირდებოდა, ვანოს ატანდა ბიძინა, სხვას არ ენდობოდა, ისე ახლოს იყო მასთან. ბიძინას რომ სდომებოდა, ვანოს არ გამოუშვებდა ციხიდან, იმდენი დანაშაული აქვს ვანოს ჩადენილი, ერთს არა, ხუთს დაუმტკიცებდა და სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდნენ. რადგან ეს არ მოხდა და გამოვიდა ციხიდან, შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ ბიძინას ვანო სჭირდება. ბიძინას, „ქართულ ოცნებას“ თავი რითი გააქვს? ეს ურეიტინგო პარტია არჩევნებს როგორ იგებს? ხალხს ეუბნება, თუ ხმას ჩვენ არ მოგვცემთ, „ნაცები“ და მიშა დაბრუნდებიანო. ვანო მთლად მიშობას ვერ გაქაჩავს, მაგრამ ბუად ეგეც გამოდგება. ხალხს ვანოს შიში აქვს და ამას გამოიყენებს არჩევნებისთვის. ბუას თემა უკვე ვანოსთან დაკავშირებით გააქტიურდება. ციხეში იყო და ვანოთი აშინებდნენ ხალხს, გამოვიდა და ახლა უარს იტყვიან? ღმერთმა დაგვიფაროს, მიშა და ვანო დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ეგენი არ შეიცვლებიან და მართლა დაატრიალებენ დიდ უბედურებას, ბევრ სისხლს დაღვრიან, ბევრს გაამწარებენ, მაგაში მართალია ბიძინა, მაგრამ მიშას და ვანოს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი, რეალური საფრთხე რომ არსებობს ისევ, მაგაში დამნაშავე ბიძინა და მისი თანაგუნდელები არიან. აწყობდათ პოლიტიკაში მაგათი შენარჩუნება, არჩევნებს მაგათით იგებენ, ხალხს აშინებენ და ისე იგებენ. ეს მარაზმი არ მთავრდება ქვეყანაში. ის ხალხიც, ხოჯევანიშვილები და სხვები, იმიტომ არიან დაუსჯელები, რომ სჭირდებათ. ხოჯევანიშვილი კარგი შემსრულებელია და გამოიყენეს. კი, ივანიშვილის ხელისუფლებაზე ვერ ვიტყვით, რომ ნაცებისნაირი სისხლიანი რეჟიმია, მაგრამ უსამართლო ხელისუფლებაა, ეს ფაქტია. ხალხის დასახოცად შეიძლება არ დასჭირდეთ ხოჯევანიშვილი და მაგისნაირები, მაგრამ სხვა საქმეებისთვის დასჭირდებათ, ხალხის დასაშინებლად, დასაშანტაჟებლად, ხალხისთვის საქმეების „შესაკერად“. რა, არ ხდება ასეთები ამ ქვეყანაში? ვინ აკეთებს ამას? ხოჯევანიშვილები, შოათაძეები, ფარცხალაძეები… ძველს კრიმინალებსაც ინარჩუნებენ და თავიანთებიც ჰყავთ, ახლები.
ლევან ჯავახიშვილი
ალია №7
კომენტარები