ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.
„გუშინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მთელ მსოფლიოს გამოუცხადა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია, ქართველ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და პროტესტისკენ მოუწოდა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერა სთხოვა, მაშინ, როცა ისინი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არჩეული გზის გადასარჩენად იბრძვიან“, – აცხადებს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი.
უილსონი აღნიშნავს, რომ მსოფლიო ვითარებას აკვირდება.
„მე ამ ბრძოლაში პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ და ვაფრთხილებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების გასაჩუმებლად. მსოფლიო ამას აკვირდება“, – აღნიშნავს ჯო უილსონი. (ინტერპრესნიუსი)
კომენტარები