ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვაქცინა არა, მაგრამ კოვიდი კი მერგო.
მივემატე დაავადებულთა სტატისტიკას, იმედია, გამოჯანმრთელებულებშიც უფრო მალე შევალ, ვიდრე გარდაცვლილებში.”
“ალია” შეგახსენებთ, არჩილ გამზარდია ითხოვდა, მიეცათ მისთვის ვაქცინაციით სარგებლობის უფლება.
არჩილი “ალიას” უყვება, რომ ოჯახის ხუთი წევრიდან, ოთხს დაუდასტურდა კორონავირუსი:
“გაციების მსუბუქი ნიშნები გვქონდა, დავიტესტეთ და მე, ჩემ მეუღლეს, დედას და ჩემ შვილს დაგვიდასტურდა. ამ მომენტისათვის ვირუსის მიმდინარეობა მსუბუქია, გვაქვს ყნოსვის და გემოს შეგრძნება.”
არჩილ გამზარდიამ არ იცის, როდის შეიძლებოდა მომხდარიყო მისი დაინფიცირება, რადგან, მისივე თქმით, ყოველთვის მკაცრად იცავს რეგულაციებს.
კომენტარები