ენმ-ს წევრის, გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებლის, გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობის მხოლოდ 5%-სთვის დაუკვეთა ვაქცინა, მაშინ როცა ხორვატიამ, ბულგარეთმა, ბელგიამ, ავსტრიამ თავის მოსახლეობის 183%-ით მეტი დოზა დაარეზერვეს.
ჩალაძე აღნიშნულ ინფორმაციას “ბლუმბერგზე” დაყრდნობით ავრცელებს.
“რატომ, ფული არ გვაქვს? სად წავიდა 8 მილიარდი ლარი, პლუს?.. ქართულ-ჯიგრულ პონტში მილიონობით დახმარება მიიღო სახელმწიფომ, რაც არავინ არ იცის და ვერავინ დათვლის იმიტომ, რომ ეს იყო ჯიბიდან, ყოველგვარი ოფიციალური გადარიცხვების გარეშე დახმარებები სხვადასხვა ფორმით – პირბადეებით, ბენიზნით…” ამბობს ჩალაძე “ღამის მთავარში”.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ვაქცინაცია მარტში დაიწყება. პირველ ეტაპზე საუბარია დაახლოებით 15 ათასამდე ექიმის აცრაზე ფაიზერის ვაქცინით, ამის შემდეგ კი ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინა შემოვა.
კომენტარები