კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის Astrazeneca-ის 700-ზე მეტი დოზა რესპუბლიკური საავადმყოფოდან დაავადებათა კონტროლის ცენტრში გადაიტანეს. რესპუბლიკური საავადმყოდოს იმუნიზაციის პროცესის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამის მიზეზი იყო “პატარა ტემპერატურული გადახრა” Astrazeneca-ის შენახვისას.
“მაცივარი, რომელშიც ინახება ვაქცინები, მისი ტემპერატურული რეჟიმების შემოწმება ხდება ორი ხერხით. როგორც კი დაფიქსირდა გარკვეული პატარა გადახრა ტემპერატურული რეჟიმიდან, ამოღებული იქნა ეს ვაქცინები და გადატანილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შესანახად. თუმცა საბოლოო დასკვნა ჯანმოსი და ჩვენი რეგულირების სააგენტოსი არის ერთმნიშვნელოვნად ასეთი, რომ ამ ვაქცინებს პრობლემა არ შექმნიათ”. – ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს იმუნიზაციის პროცესის ხემძღვანელი.
ათობით მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ASTRAZENECA-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა, გასულ კვირას წერდა, რომ მეორე დაჯავშნილ დოზას ვერ იღებდა. 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა: “ვინც ASTRAZENECA-ის პირველი დოზიდან 10-12 კვირაში ელოდება მეორე დოზას, ისინი აუცილებლად აიცრებიან, ხოლო ვინც 4-10 კვირაში ჩაეწერა, მათ მოთმინება მოუწევთ – ამის მიზეზია ვაქცინის შეფერხებული მოწოდება.”
ხარვეზის ერთ-ერთ მიზეზად ამირან გამყრელიძე ასახელებს ლოჯისტიკურ პრობლემებსაც
კომენტარები