კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დღეიდან იუსტიციის სახლები ჩაერთვებიან. ახალი სერვისის დანერგვის პროცესს თბილისის იუსტიციის სახლში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დილიდან აკვირდებიან.
იმუნიზაციაზე დარეგისტრირების მსურველები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა ეწვიონ ან დარეკონ სატელეფონო ცენტრში. სერვისით სარგებლობა იუსტიციის სახლებში ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი.
კომენტარები