დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალაური დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
“13 აგვისტოდან ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი ვაქცინაციის სივრცე.
ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით.
ვაქცინის ჩასატარებლად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.
ცენტრი იმუშავებს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
კომენტარები