ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს, კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა 2021 წელს ვერ მოხდება.
“კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად საკმარისი რაოდენობის დოზის წარმოებისა და გამოყენებისთვის დრო არის საჭირო. ვსაუბრობთ არა მილიონებზე არამედ მილიარდებზე,”- განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა და მოსახლეობას მოთმინების გამოჩენისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, სულ მცირე წლის ბოლომდე აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების დაცვა, რომლის მიზანი ვირუსის გავრცელების შეჩერებაა.
კომენტარები