დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს სექტემბრიდან მეტი თავისუფლება ექნებათ.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს.
“გამოცხადებულია, რომ სექტემბრიდან, ამ ადამიანებს უსაფრთხოებიდან გამომდინარე მეტი თავისუფლება ექნებათ. რა თქმა უნდა, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს და ეს იქნება. ეს უსაფრთხოების ზომების დაცვაა. არის ვიღაც, ვინც მეტ საფრთხეს წარმოადგენს თავის თავისთვის და საზოგადოებისთვის, არის ის, ვინც ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს თავისი თავისთვის და საზოგადოებისთვის”, – ამბობს იმნაძე.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში სრულად აცრილი 767 882 ადამიანია.
კომენტარები