ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინით აცრის თავისუფალი ნების მომხრეა.
მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, ადამიანებს არ უნდა აუკრძალონ აცრა, თუმცა არც უნდა დააძალონ – მისივე თქმით, პირადად ის, ცოდვად არც ერთ გადაწყვეტილებას არ ჩაუთვლის ადამიანს და საკუთარ პოზიციას სინოდის სხდომაზეც დააფიქსირებს:
“არც ერთს არ ჩავუთვლი დიდ ცოდვაში. ჩემ პოზიცია ასეთია, ამას ვიტყვი სინოდზეც იმიტომ, რომ ეს სამედიცინო სფეროა და არა საღვთისმეტყველო” – ამბობს მეუფე ნიკოლოზი “ღამის მთავარში”.
აქვე გეტყვით, რომ ერთ- ერთი ვერსიით, 11 თებერვლის სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრები ვაქცინაციასაც განიხილავენ.
კომენტარები