ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) კოვიდ-19-ის ვაქცინაციის არათანაბარ განაწილებაზე საუბრობს. მათი მონაცემებით, 23.5 მილიონი დოზიდან, 95 პროცენტი მსოფლიოს მხოლოდ 10 ქვეყანაშია ადმინისტრირებული.
ჰანს კლუგემ, ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების ეფექტურად შეჩერებისთვის, ვაქცინები მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის თანაბრად უნდა გადანაწილდეს. ხუთშაბათს, კოპენჰაგენში გამართულ ბრიფინგზე, კლუგემ თქვა, რომ გლობალური პანდემიის დასრულება ვერ მოხდება ერთობის გარეშე, რომელიმე ქვეყნის, ან საზოგადოებრივი ჯგუფის გამოტოვებით.
ჰანს კლუგეს თქმით, აუცილებელია, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინების განაწილება კაცობრიობის “მთავარ ფასეულობებს” ეფუძნებოდეს. ესაა: სოლიდარობა, თანასწორობა და სოციალური სამართლიანობა. “ამ გაურკვეველ დროში, ეს ერთადერთი გამოსავალია, რადგან უსაფრთხოდ არავინაა, ვიდრე ყველა უსაფრთხოდ არ არის”
კომენტარები